workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: “დავიდ ლუისის გაყიდვა გამორიცხულია”

მოურინიო: “დავიდ ლუისის გაყიდვა გამორიცხულია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მცველი დავიდ ლუისი არ გაიყიდება ამ სატრანსფერო ფანჯარაზე.

“მისი გაყიდვა გამორიცხულია. ჩვენ ამ მოთამაშის დატოვება გვსურს. მას ჯერ კიდევ 4 წელი დარჩა კონტრაქტის მიხედვით, რომელიც მან შარშან გაახანგრძლივა.

ჩვენ მოგვწონს ლუისი. იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის და ჩვენ არანაირ ფასად არ ვაპირებთ მასთან განშორებას.

არ ვიცი, მართლა თქვა თუ არა ლუისმა, რომ “ბარსელონაში” თამაში სურს. მე მხოლოდ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის არ წავა გუნდიდან.

უკანასკნელი, რაც მისგან გავიგე, იყო ის, რომ იგი არ აპირებს საკლუბო საქმეების განხილვას ნაკრებში. მშვენიერი ნათქვამია, ვაფასებ ამას”. – თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” ერთხელ უკვე უარყო “ბარსელონას” შემოთავაზება 35 მილიონი ფუნტის ოდენობით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward