workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ანტონი რამალეტსს დაემშვიდობა

“ბარსა” ანტონი რამალეტსს დაემშვიდობა

“ბარსელონას” ლეგენდარული მეკარის ანტონი რამალეტსის დაკრძალვა დღეს დილით გაიმართა. ესპანელი კატალონიური კლუბის ღირსებას 1950-იან წლებში იცავდა, ის სამშაბათს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია წმ. ხუან დე მედიონას ეკლესიაში გაიმრათა.

კლუბის ლეგენდა “ბარსელონას” წარმომადგენლებმა გააცილეს. დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა გუნდის მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო, ოთხი კაპიტანი – პუიოლი, ჩავი, ინიესტა და ვალდესი, მწვრთნელები – ჟორდი როურა, აურელი ალტიმირა და დე ლა ფუენტე. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ საკითხებში ჟორდი კარდონერი, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, ასევე კარლეს რექსაჩი და ხოსეპ მარია ფუსტე და რა თქმა უნდა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი, რომელმაც თავად უხელმძღვანელა ცერემონიას. ცერემონიას არაერთი ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელიც დაესწრო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward