ჩავი: „კასილიასი „რეალის“ სული და გულია“

ჩავი: „კასილიასი „რეალის“ სული და გულია“

"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი ჩავი ერნანდესი მოახლოებულ "ელ კლასიკოზე" კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ იკერ კასილიასის არყოფნა "რეალისთვის" დიდი დანაკლისია.

"რეალის" პრობლემებს კიდევ ერთი დაემატა. კასილიასი გუნდის სული და გული, ასევე კაპიტანია. მისი ტრავმა მადრიდელებისთვის და ესპანეთის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია.

იკერთან ხშირი კონტაქტი მაქვს. როდესაც გავიგე, რომ იგი "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, გაკვირვებული დავრჩი და მას მხარდამჭერი შეტყობინება გავუგზავნე.

მოთამაშე, რომელიც წლების განმავლობაში ნომერ პირველი იყო, შეიძლება, უცბად, გუნდს მიღმა დარჩეს... ეს შოკისმომგვრელია, მაგრამ ეს მადრიდელთა პრობლემაა.

სიტუაცია რთულია. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც "რეალს" რჩევები უნდა მისცეს. სიახლეებს ვკითხულობ და ვამჩნევ, რომ მადრიდულ კლუბს არცთუ კარგი პერიოდი უგას.

თუმცა, ესპანეთის თასის ნახევარფინალში, "რეალის" წინააღმდეგ, აუცილებლად რთული თამაშები გვექნება და მოსაგებად მთელი ენერგიის გამოყენება მოგვიწევს."

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ კასილიასი და ჩავი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.