”ლივერპულის” კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა ინტერვიუში მის თანაგუნდელზე სუარესზე ისაუბრა. იგი ასევე მის შესაძლო ლონდონის ”არსენალში” გადასვლასაც გამოეხმაურა.
”კარგი იქნება ის ”ბარსაში” ან ”რეალში” თუ გადავა, რადგან ის სამხრეთ ამერიკელია. როგორც ფეხბურთელი ის უკვე მზად არის ამ კლუბებში სათამაშოდ. დიახ, ის ასეთ გუნდში უფრო კარგად იქნება. მასკერანი და ალონსო – ეს ჩემი თანაგუნდელები ოცნებობდნენ ”რეალში” და ”ბარსაში” თამაშზე. ამიტომ, ლუის სუარესი უნდა დაელოდოს შემოთავაზებებს ამ გუნდებიდან”. დაამთავრა სტივენ ჯერარდმა.
შეგახსენებთ, პრესაში ფეხბურთელს ხშირად უკავშირებდნენ კატალონიურ გრანდს. ახლა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კი მხოლოდ ორი კლუბია ჩართული. ესენი არიან: მადრიდის ”რეალი” და ლონდონის ”არსენალი”.