სამშაბათს საფეხბურთო კლუბი “სანტოსი” ბარსელონაში რიო დე ჟანეიროდან ჩამოფრინდა. ბრაზილიელები პარასკევს, 2 აგვისტოს 23:30 საათზე კატალონელიელებს “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან.
ნეიმარის ყოფილი გუნდის თვითმფრინავი “ელ პრატის” აეროპორტში ადგილობრივი დოით 13:00 საათზე დაჯდა, 18:00 საათზე კი ფეხბურთელები უკვე “სიუტატ ესპორტივაზე” იმყოფებოდნენ. “სანტოსი” მომდევნო ვარჯიშს ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გამართავს.
“სანტოსის” ფეხბურთელები მოუთმელად ელიან “ბარსელონასთან” დაპირისპირებას. გაბრიელ ბარბოსა, “სანტოსის” თავდამსხმელი: “ბარსელონა დიდი გუნდია, “კამპ ნოუზე” თამაში კი უდიდესი პრივილეგიაა.”
“მოხარული ვარ აქ ყოფნით. ეს ახდენილი ოცნებაა” – განაცხადა “სანტოსის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ნეილტონმა.
“ბარსელონას” ახალწვეული ყოფილ თანაგუნდელებს პარასკევს დაუპირისპირდება. უოლტერ მონტილიოს, ნეიმარის კიდევ ერთ ექს–თანაგუნდელს სჯერა, რომ ბრაზილიელი “ბარსას” ადვილად შეეწყობა: “ნეიმარს აქვს თვისებები, რომელსაც ვერავინ დაიწუნებს. მთელმა მსოფლიომ იცის, რისი გაკეთება შეუძლია მას მოედანზე. ნელ–ნელა ის გულშემატკივრების გულს მოიგებს.” – განაცხადა “სანტოსის” არგენტინელმა ფეხბურთელმა.
“ბარსამ” არაჩვეულებრივი შენაძენი გააკეთა. ნეიმარს ბრაზილიაში პრობლემები არასოდეს ჰქონია” – განაცხადა მონტილიომ.
როდესაც მონტილიოს მესისა და ნეიმარის ერთად თამაშზე დაუსვეს კითხვა არგენტინელმა უპასუხა: “ჩვენ, ფეხბურთის მოყვარულები მოუთმენლად ველით მათ ერთად თამაშს. ვფიქრობ მათ არანაირი პრობლემა შეექმნებათ”.
