workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო ”სანჩეს პისხუანზე” ბრუნდება

ადრიანო ”სანჩეს პისხუანზე” ბრუნდება

”ბარსელონას” ახალი შენაძენი ადრიანო კორეია კლარო, შაბათს თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს ”ბარსას” შემადგენლობაში. ამ ზაფხულს მან უკვე ითამაშა სამი ამხანაგური მატჩი ”ბლაუგრანას” მაისურით. ის პირველად თავის ყოფილ გუნდს, ”სევილიას” დაუპირისპირდება და შეეცილება ესპანეთის სუპერ თასისთვის ბრძოლაში.
ირონიულად ჟღერს, მაგრამ ადრიანოს პირველი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში სწორედ ”ბარსას” წინააღმდეგ შედგა, როდესაც ის ”სევილიაში” თამაშობდა, 2005 წლის 29 იანვარს. ახლა კი ის 5 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდება ”სანჩეს პისხუანზე, ოღონდ ”ბლაუგრანას” მაისურით.
ადრიანომ ანდალუსიელებთან ერთად ექვსი ტიტულის მოგება მოახერხა. მას იმედი აქვს, რომ ”ბარსაში” ის კვლავ გააგრძელებს ტიტულების მოპოვებას, ესპანეთის სუპერ თასი კი მისი პირველი შანსი იქნება.
ადრიანო ელის მხურვალე დახვედრას თავისი ყოფილი გულშემატკივრებისგან , მაგრამ ის ასევე ამბობს, რომ მთლიანად ფოკუსირებული იქნება ”ბარსაზე” და დაიცავს თავისი ახალი კლუბის ინტერესებს.
როგორც მოგეხსენებათ ” ბარსელონამ” ორი წლის წინ ”სევილიასგან” იყიდა დანი ალვესი და სეიდუ კეიტა. ადრიანო კი მესამე შენაძენია ამ კლუბიდან.

წყარო: fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward