კვირის სატრანსფერო სიახლეები

კვირის სატრანსფერო სიახლეები

Daily Mirror: “მანჩესტერ იუნაიტედი” უეინ რუნის გაყიდვას არ აპირებს იმ შემთხვევაშიც თუ კიდევ ერთ ოფიციალურ შემოთავაზებას მიიღებს რომელიმე კლუბისაგან. 

AS: მას შემდეგ რაც “ბარსელონამ” ხელიდან ტიაგო სილვა და მარკინიოსი გაუშვა, რომლებიც პსჟ-ს საკუთრებაში არიან, კატალონიელები აგრძელბენ “ჩელსის” მცველის დავიდ ლუისისათვის ბრძოლას. Sport-ის ინფორმაციით კატალონიელთა სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტასთვის ეს უკანასკნელი სწორედ მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტია.

Daily Mirror: “ბარსელონა” პარალელურად ინტერესს იჩენს “ლივერპულის” 28 წლის დანიელი მცველის მიმართ საუბარია დანიელ აგერზე. კატალონიელებმა ვერ მოახერხეს ტიაგო სილვასა და მარკინიოსისთვის ბრძოლაში დაწინაურება.

Daily Mirror: არგენტინული “ნიუელს ოლდ ბოიზის” დამრიგებელი, ესპანეთის ჩემპიონის ინტერესის სფეროში მოხვდა, რომელმაც პარასკევს ტიტო ვილანოვა დაკარგა. შეგახსენებთ, რომ სპეციალისტი ლიონელ მესის მამის პირადი ფავორიტია.

AS: კიდევ ერთი ესპანური წყაროს ინფორმაციის თანახმად, ვაკანტურ სამწვრთნელო პოსტზე ფავორიტი კარგად ნაცნობი ლუის ენრიკეც არის, რომელმაც ახალი კლუბი მიმდინარე ზაფხულს ჩაიბარა. კლუბის ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის დასაბრუნებლად კატალონიელები მზად არიან 3 მილიონი ევრო გადაუხადონ ვიგოელებს.

Marca: “მანჩესტერ იუნაიტედმა” კატალონიის “ბარსელონას” გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა 30 მილიონი ფუნტის სახით სესკ ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამასთან ერთად გათვალისწინებულია ბონუსებიც.

 

 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია