ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა, სპეციალისტმა ასევე კომენტარი გააკეთა სესკ ფაბრეგასზეც, რომელსაც პრესა კვლავ პრემიერლიგას უკავშირებს. იტყობინება, The Guardian.
“ჩვენ არ განვსაზღვრავთ კონკრეტულ ერთ სატრანსფერო მიზანს. “არსენალი” მზად არის ის ხელფასი გადაიხადოს, რომელსაც რუნი “მანჩესტერში” ღებულობს. თუმცა ჩემთვის რთულია რაიმე კონკრეტულის თქმა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ ტრანსფერებზე მაგრამ ჯერ შორს ვართ ვინმეს შეძენასთან. ფაბრეგასმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემდეგ წელს “ბარსელონაში” რჩება. მე სწორედ ასე მითხრეს. შესაძლოა მან აზრი შეიცვალოს მე ნამდვილად არ ვიცი… მისი კონტრაქტის ფუნქციებში გამოსყიდვის პუნქტიც გათვალისწინებულია ასე, რომ ჩვენ ნებისმიერი მოვლენების განვითარებას მზად შევხვდებით, თუმცა ამ მომენტისათვის არაფერი არ ხდება.” – განაცხადა, ვენგერმა.