workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კვირის სატრანსფერო სიახლეები

კვირის სატრანსფერო სიახლეები

Daily Mirror: სხვა ტაბლოიდი იტყობინება, რომ წითლებმა შესაძლოა “ბაიერნს” შერდან შაქირიზე შეთავაზება გაუკეთოს, რომელსაც აშკარად კავშირი ექნება ტიაგო ალკანტარას უკვე განხორციელებულ ტრანსფერთან.

The People: კატალონიის “ბარსელონას” მცველი, მარტინ მონტოია ახლოს არის კლუბთან 2015 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. მოქმედი ხელშეკრულება კი 2014 წელს იწურება.

Cadena Cope: ესპანეთის ჩემპიონი ასევე დაუკავშირდა, “მარსელის” ნახევარმცველს, მატიე ვალბუენასაც რომელსაც კატალონიელები ტიაგო ალკანტარას შემცვლელად მოისაზრებენ.

Sport.es: “ბარსელონა” კვლავ აგრძელებს ცენტრალურ მცველზე მუშაობას, რომელთა რაოდენობაც უკვე ორამდეა გაზრდილი: ტიაგო სილვა “პსჟ”-დან და მარკინიოსი “რომადან”. მეორესთან დაკავშირებით “ბარსელონამ” უკვე გამართა მოლაპარაკებები აგენტთან.

Le Parisien: “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას განცხადებამ “ბარსელონას” პლეიმეიქერზე, ტიაგო ალკანტარაზე სწორედ ფეხბურთელის ყურადღების მიპყრობა გამოიწვია. ტრანსფერის მთავარი გასაღებიც სწორედ ეს არის.

Le 10 Sport: “ბარსელონა” აქტიურად აკვირდება “ჩელსის” ნახევარმცველს, ხუან მატას რომელიც ტიაგო ალკანტარას შემცვლელი უნდა იყოს.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward