ბენზემა: "რეალს" ჯერ კიდევ შეუძლია დაეწიოს "ბარსელონას"

ბენზემა: "რეალს" ჯერ კიდევ შეუძლია დაეწიოს "ბარსელონას"

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა თვლის და იმედი აქვ, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს "ბარსელონას" ლა ლიგაში. იტყობინება, ესპანური პრესა.

 

"ჩვენ გუნდში ჯერ კიდევ ყველას გვჯერა, რომ შეგვიძლია "ბარსელონას" დავეწიოთ. საჩემპიონო რბოლა ჯერ არ დასრულებულა. 

 

"ბეტისთან" მარცხი ჩვენთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჩვენ ცოტა არ იყოს დავეცით, მაგრამ "ატლეტიკოსთან" გამარჯვებამ ყველაფერი გამოასწორა. ჩვენ გამოვსწორდით და ყველანაირად შევეცდებით ტიტული მოვიგოთ. ჩვენ არ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ქულები კიდევ დავკარგოთ." - იტყობინება ფრანგის სიტყვებს, AS.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ "რეალი" 11 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბარსელონას".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.