ტიაგო სილვას უკვე კარგა ხანია გადაწყვეტილი აქვს პსჟ-ს დატოვება. ახლა “ბარსელონამ” მთავარია სწორად იმოქმედოს. შეხვედრა ფანგული პსჟ-ს მფლობელთან ალ-ხალიფთან, ტრანსფერთან დაკავშირებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, “ბარსელონამ” უნდა დაარწმუნოს ის, რომ ტიაგოს გაყიდვა აუცილებელია.
ანდრე კური, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ნეიმარის გადმოყვანაში ეცდება კვლავ იყოს მთავარი გასაღები ტიაგო სილვასთან დაკავშირებით. ტრანსფერი გართულებულია ასევე ხელფასის გამოც. თავის თავში დარწმუნებულმა როსელმა კი ეს პრობლემა ფეხბურთელის აგენტთან პაულო ტონიეტოსთან უნდა მოაგვაროს.
ტიტოს არაერთხელ უთქვამს კატეგორიულად, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თავისთან ხილვა სურს. სილვაზე ასევე კარგად უნდა იმოქმედოს ნაკრებში მყოფმა “ბარსელონას” ფეხბურთელებმაც, ალვეში მას რამდენჯერმე დაელაპარაკა კიდეც.
მართალია ტიაგომ და მისმა აგენტმა უარყვეს, რომ თითქოსდა სილვას “ბარსელონასთან” პირად კონტრაქტზე მოეწერა ხელი, თუმცა ეს ყველაფერი უბრალოდ დროის საკითხია.
კიდევ ერთი მიზეზი: ლეონარდოს წასვლა
ჯერ იყო და ანჩელოტიმ დატოვა გუნდი და მოაწერა კონტრაქტს ხელი “რეალთან”, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ, გუნდი დატოვა. ტიაგო სილვას კი აღარავინ აკავებს გუნდში დასარჩენად.
ალტერნატიული ვარიანტებიტი:
ტიაგო სილვას არ მოსვლის შემთხვევაში, კლუბს ჰყავს სხვა ვარიანტებიც განსახილველად: დავიდ ლუიზი, რომელიც მეორე მთავარი კანდიდატია “ბარსელონასთვის” მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე, “რომას” ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი მარკინიოსი და “ლივერპულის” მცველი აგერი.