”ბეტისი” ცნობილია კლუბად, რომელსაც შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს. ამჯერად, კლუბის ხელმძღვანელობამ ”ბარსელონას” ტალანტების შეძენა გადაწყვიტა.
”ბეტისი” მზად არის შეიძინოს მარკ ბარტრა, სერხი რობერტო და ”ბარსა ბ-ს” მცველი, კარლეს პლანასი. ისინი მზად არიან როგორც ფეხბურთელთა გამოსყიდვაზე, ისე იჯარით აყვანაზე.
”ბარსელონას” მხრიდან პასუხი ჯერ-ჯერობით არ ისმის, თუმცა არ არის გამორიცხული ”ბეტისში” პლანასისა და ბარტრას გაშვება, ვინაიდან კატალონიელები ახალი ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავენ. რაც შეეხება სერხი რობერტოს, მისი ტრასნფერი სხვა ნებისმიერ კლუბში ნაკლებად მოსალოდნელია, ვინაიდან ”ბლაუგრანას” სამწვრთნელო შტაბი მას ტიაგო ალკანტარას შემცვლელად მიიჩნევს.
”ბეტისი” ”ბარსელონას” რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელით ინტერესდება
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.