“ელჩეს” ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ “ბარსელონა ბ”-ს 26 წლის მცველმა, დავიდ როდრიგეზ ლომბანმა, კლუბთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მცველი “ბარსელონა ბ”-ში 2012 წელს გადმოვიდა “ხერესიდან” და მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო გუნდში.
ლომბანი “ბარსა ბ”-ში გამოცდილების მისაღებად მოვიდა, მან ამ სეზონში 33 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ლომბანმა მოედანზე 2859 წუთი დაჰყო.
ასტურიელი მცველი იყო “ოვედოს” ახალგაზრდული სისტემის წევრი. ის ასევე გარკვეული დრო “ვალენსიის” ახალგაზრდულ კლუბშიც ირიცხებოდა.