პიკე: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გვარდიოლას ასე საფუძვლიანად გაეგებოდა ფეხბურთი"

პიკე: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გვარდიოლას ასე საფუძვლიანად გაეგებოდა ფეხბურთი"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ჟერარდ პიკემ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა "ბარსელონას" ექს-მწვრთნელი პეპ გვარდიოლას მისამართით, პიკემ განაცხადა, რომ პეპს ფეხბურთის დიდ მცოდნედ მიიჩნევს. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

"სიმართლე გითხრათ, მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენთი, რომ ამ ადამიანს ასე საფუძვლიანად გაეგებოდა ფეხბურთის, ჩვენ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ერთ სეზონში 6 ტიტული მოვიგეთ. 100 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არავის მოუხდენია და ეს ჩვენ არასოდეს არ დაგვავიწყდება." - განაცხადა პიკემ. 

 

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ "ბარსელონა" წინა სეზონის მიწურულს დატოვა, მწვრთნელი მიმართ შეთავაზებები სამწვრთნელო საქმიანობაზე სხვადასხვა კლუბების მხრიდან კი არ კლებულობს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.