workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი: ”გუნდის თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა”

სკოლარი: ”გუნდის თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ გააკეთა კომენტარი მისი გუნდის უკანასკნელ თამაშზე კონფედერაციის თასის ფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ.
”ესპანეთი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ეს არის გუნდი, რომელმაც ყველაფრის მოგება მოახერხა. კი, მქონდა ჩანაფიქრი თუ როგორ უნდა ეთამაშათ ჩემ ფეხბურთელებს, თუმცა გუნდის თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კარგია, რომ სანაკრებო დონეზე კიდევ ერთი ტიტულის მოპოვება მოვახერხე. ტურნირის დამთავრების შემდეგ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მომავალს ოპტიმისტური თვალით ვუდგები. აუცილებელია გუნდში ამ ატმოსფეროს შენარჩუნება. ორი აზრი არ არსებობს, კონკურენცია მუნდიალზე ამაზე ორჯერ და სამჯერ დიდი იქნება, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.” – განაცხადა სკოლარიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward