ჯერ-ჯერობით ”ბარსელონა ბ-ს” უმეტესი ნაწილი იბიცაზე ისვენებს, ხოლო ფილიალის ხელმძღვანელობა კი ახალი სეზონისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ გუნდის არდადეგებები 12 ივლისს მორჩება. სწორედ ამ დღეს ”ბარსა ბ-ს” ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, ხოლო შემდეგ ტორემინორეში გადაბარგდებიან, სადაც დაიწყებენ ახალი სეზონისთვის მზადებას.
რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ კლუბი დატოვეს სერხიო არაუხომ და ლუის ალბერტომ. ასევე გუნდიდან წასვლის მთავარი კანდიდატები არიან აუგუსტინიო კა და ლომბანი. აღსანიშნავია ისიც, რომ ”ბარსა ბ-ს” რიგებს ახალ სეზონში ”ხუვენილ ა-ს” შვიდი მოთამაშეც შეავსებს.
”ბარსა ბ” ვარჯიშებს 12 ივლისიდან განაახლებს
დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!
გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.