პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფმა განაცახდა, რომ გუნდის შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ბრაზილიელი მცველი, ტიაგო სილვა კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩებიან კლუბში.
“შემიძლია დავადასტურო, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა პსჟ-ში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩებიან”. – ციტირებს მის იტყვებს ცნობილი გამოცემა Goal.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ცენტრალური მცველით ამჟამად დაინტერესებულნი არიან “ბარსელონას” ხელმძღვანელები, რომლებიც აღნიშნული ფეხბურთელის შეძენის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კვლავ აგრძელებენ მისთვის ბრძოლას.