Marca: “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები გამართავენ ვილიასთან მოლაპარაკებებს, მის ლონდონურ კლუბში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საბოლოოდ დაარწმუნონ დავიდ ვილია.
Marca: “ბარსელონა” მარკინიოსში 25-28 მილიონ ევროს იხდის, თუმცა იტალიელები ბრაზილიელ მცველს მხოლოდ 35-40 მილიონად დათმობენ.
Marca: “ბარსელონას” ჰანდანოვიჩი კვლავ აინტერესებს, თუმცა არ სურთ ტერ შტეგენის დაკარგვაც, რომელიც ასევე მოიაზრება ვიქტორ ვალდესის შემცვლელად.
Sport: ჟერარ დეულოფეუს გადაბირება “ტოტენჰემსა” და “ლივერპულს” სურს.
Sport: “მანჩესტერ იუნაიტედი” ეცდება შეინარჩუნოს უეინ რუნი, რომლის მიმართაც ინტერესს ამჟამად კატალონიის “ბარსელონა” იჩენს.
El Mundo Deportivo: “ანდერლეხტს” ჯონათან დოს სანტოსის შეძენა სურს. ბელგიელები აღნიშნულ ფეხბურთელში მზად არიან დაახლოებით 4 მილიონი ევრო გადაიხადონ.
AS: “მანჩესტერელებს” ტიაგო ალკანტარას ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება კვირის ბოლომდე სურთ.