workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხო “ბარსა ბ”-ს ტოვებს ?

არაუხო “ბარსა ბ”-ს ტოვებს ?

სიურპრიზი “ბარსა ბ”-ში. გამოცემა Sport-ის ჩათვლით მომავალ სეზონში მას ყველა “ბლაუგრანაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდა, ყოველივე ამას სერხიო არაუხოს არ შესთავაზებენ. ამ კვირას სკ “ბარსელონას” წარმომადგენლები ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდნენ და აუწყეს ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი შემდეგ სეზონში კლუბთან ერთად ასპარეზობას არ გააგრძელებს.

როგორც წყარო იტყობინება “ელ ჩინო” გაოცებული დარჩა ამ ამბის გაგონების შემდეგ, რომელიც არგენტინაში შვებულებაში იმყოფება იმ იმედით, რომ პრე-სეზონის დაწყებისას გუნდში დაბრუნდებოდა და ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებდა თუმცა რეალობა ასეთია. მას ჰქონდა ერთ წლიანი კონტრაქტი, რომელზეც “ბარსელონას” 1+1-ის პრინციპით კიდევ ერთი წელი უნდა დაემატებინა თუმცა კლუბმა ეს არ შეასრულა. ახლა ფეხბურთელი მოლაპარაკებებს “ბოკა ხუნიორსთან” დაიწყებს სადაც საკუთარ მომავალს გაარკვევს. 

სერხიო არაუხომ “ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში გასულ სეზონში 34 შეხვედრა ჩაატარა. ითამაშა 1517 წუთი სადაც 7 გოლის გატანა მოახერხა. მან ასევე მიიღო 5 ყვითელი ბარათი. ის იყო მესამე ნათამაშები დროის მიხედვით, დეულოფეუსთან, ლუის ალბერტოსთან და რაფინიასთან ერთად. ის იმ სამ ფეხბურთელსაც შეუერთდა, რომელიც მომავალი სეზონიდან “ბარსა ბ”-ს რიგებში არ იქნება. 

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გუნდში “Mini Estadi”-ზე იყო “რეალ მადრიდ კასტილიას” წინააღმდეგ. სავსე სტადიონი სადაც ფეხბურთელი ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, რომელმაც ორი ბურთი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward