მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტონიო იდალგო: ბარსას აგრესიული თამაში საქმეს ძალიან გაგვირთულებს

ანტონიო იდალგო: ბარსას აგრესიული თამაში საქმეს ძალიან გაგვირთულებს

მატჩის დრო: 29 ნოემბერი, 19:15
მოკლედ
ლა კორუნიის "დეპორტივოს" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო იდალგომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ მეტოქის ძლიერ მხარეებზე, ჰანსი ფლიკის მუშაობასა და კატალონიურ კლუბში გატარებულ წლებზე ისაუბრა.

ლა კორუნიის “დეპორტივოს” მთავარი მწვრთნელი ანტონიო იდალგო “ბარსელონასთან” მოახლოებულ შეხვედრას მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემით ხვდება. ის კატალონიურ გუნდს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს, თუმცა “რიასორზე” სიურპრიზის მოწყობის იმედი აქვს.

მატჩამდე ორი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე იდალგომ ჰანსი ფლიკის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მის გუნდს წარმატების მისაღწევად კონცენტრაცია, დაცვაში საიმედო თამაში და ხასიათის გამოვლენა დასჭირდება.

“ჩვენთან, ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჩამოდის. ვფიქრობ, ჰანსიმ გუნდის კონკურენტუნარიანობა ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა. ისინი ამას ყოველკვირეულად ამტკიცებენ. “რეალ მადრიდთან” და ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან შეხვედრების გარდა ყველა მატჩი მოიგეს და საშუალოდ თამაშში 4 გოლი გააქვთ.”

იდალგომ ისაუბრა იმაზეც, თუ რა უნდა გააკეთოს მისმა გუნდმა ქულების მოსაპოვებლად.

“ვიცით, რომ ბურთის გარეშე თამაში ძალიან გაგვიჭირდება და კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ. მზად უნდა ვიყოთ სირთულეებისთვის, ყველა ორთაბრძოლაში მაქსიმუმი გავიღოთ და მაღალი ინტენსივობით ვითამაშოთ.”

“მატჩის განმავლობაში არაერთი ისეთი მომენტი იქნება, როდესაც მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც წინასწარ წარმოგვედგინა.”

“დეპორტივოს” მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებული ყურადღება კატალონიელთა პრესინგსა და ბურთის დაკარგვის შემდეგ მათ მოქმედებებზე გაამახვილა.

“ვიცით, რამდენად აგრესიულად თამაშობს “ბარსელონა” ბურთის გარეშე. ეს საქმეს ძალიან გვირთულებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ბურთის დაკარგვისთანავე მის დაბრუნებას ცდილობენ. გარდა ამისა, ისინი დაცვაში დაბრუნებასაც შესანიშნავად ახერხებენ.”

იდალგო გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედადაა და აცხადებს, რომ მატჩის დაწყებამდე ფრეზე თანახმა არ არის.

“ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით გაცილებით ძლიერები ვიქნებით.”

“მოედანზე ყოველთვის იმ რწმენით გადიხარ, რომ მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევ. ორივე უმაღლესი დივიზიონის გუნდი ვართ და ყველაფერი თანაბარია. ცხადია, როდესაც ასეთი დონის მეტოქე ჩამოდის, იცი, რამდენად რთული მატჩი გელის. შეხვედრას ყოველთვის იმ სურვილით ვხვდებით, რომ ყველაფერი გავიღოთ, ვიბრძოლოთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ძალიან დაძაბული მატჩი იქნება და უმაღლეს დონეზე თამაში მოგვიწევს.”

მწვრთნელმა ასევე აღიარა, რომ “ბარსელონასთან” დაპირისპირება მისთვის განსაკუთრებულია.

“ბარსელონიდან ვარ, კანოველიესიდან, რომელიც ქალაქიდან ნახევარი საათის სავალზეა. მთელი ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს. 12-დან 21 წლამდე “ბარსელონას” აკადემიაში ვთამაშობდი. მწვრთნელის რანგში კი ყოველთვის ცდილობ, იმ დონეს მიაღწიო, რომ საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდე. ცხადია, იქ გავიზარდე, თუმცა მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. როდესაც ასეთი დონის გუნდებს უპირისპირდები, მათ ყოველთვის განსხვავებულად და განსაკუთრებულად აღიქვამ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი