მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდრიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

როდრიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

მატჩის დრო: 29 ნოემბერი, 19:15
მოკლედ
როდრიმ "ბარსელონას" საერთო ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო. კატალონიური კლუბის მიზანია, ესპანელი ნახევარმცველი "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის სრულად მზად იყოს.

ბაქოდან ხუთშაბათს, გამთენიისას დაბრუნების შემდეგ, “ბარსელონამ” პარასკევს ლა ლიგაში “დეპორტივოსთან” გასამართი შეხვედრისთვის მოსამზადებელი პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ვარჯიშის მთავარი სიახლე როდრის დაბრუნება იყო. ესპანელმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად სავარჯიშო სესიის ნაწილში მიიღო მონაწილეობა.

სამწვრთნელო შტაბის გეგმის მიხედვით, როდრი შესაძლოა “დეპორტივოსთან” მატჩის განაცხადში მოხვდეს და რამდენიმე წუთიც ითამაშოს. მიზანია, ნახევარმცველი “ატლეტიკოსთან” შეხვედრისთვის ჰანსი ფლიკის განკარგულებაში სრულად იყოს.

ანდრეას კრისტენსენი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას განაგრძობს და გუნდთან ერთად ჯერ არ ვარჯიშობს. საერთო ვარჯიშში მონაწილეობა არც მარკ ბერნალს მიუღია.

ალეხანდრო ბალდე, რომელმაც “საბაჰთან” შეხვედრა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. კვირას გასამართ მატჩში მისი მონაწილეობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი