მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
5 საინტერესო ფაქტი საბაჰისა და ბარსელონას მატჩის წინ

5 საინტერესო ფაქტი საბაჰისა და ბარსელონას მატჩის წინ

მატჩის დრო: 25 ნოემბერი, 21:45
მოკლედ
"ბარსელონა" ისტორიაში პირველად აზერბაიჯანულ გუნდს დაუპირისპირდება. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი "საბაჰთან" შეხვედრის წინ 5 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

25 ნოემბერს “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ბაქოს “საბაჰს” დაუპირისპირდება. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ისტორიული შეხვედრის წინ 5 საინტერესო ფაქტს გამოყოფს.

1. პირველი მატჩი აზერბაიჯანული გუნდის წინააღმდეგ

“ბარსელონას” აქამდე არც “საბაჰთან” უთამაშია და არც რომელიმე სხვა აზერბაიჯანულ გუნდთან.

არის ქვეყნები, რომელთა მხოლოდ ერთ წარმომადგენელსაც შეხვედრია კატალონიური გუნდი. ასეთებია მალტის “სლიმა უონდერერსი”, ლუქსემბურგის აწ უკვე გაუქმებული “არის ბონევუა” და ლატვიის “სკონტო”.

2. რეკორდული მანძილი

ბარსელონასა და ბაქოს შორის მანძილი 3970 კილომეტრია, რაც ევროტურნირებზე კატალონიური კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდია.

წინა რეკორდი ყაზანს ეკუთვნოდა (3725 კილომეტრი), სადაც “ბარსელონა” ადგილობრივ “რუბინს” 2009 და 2010 წლებში დაუპირისპირდა.

3. ენტონი გორდონის სასიამოვნო მოგონებები

გასულ სეზონში ენტონი გორდონმა “ნიუკასლის” მაისურით აზერბაიჯანული “ყარაბაღის” წინააღმდეგ მხოლოდ პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა.

ინგლისელმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე სულ 10 გოლი გაიტანა.

4. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონი

“საბაჰი” აზერბაიჯანის ჩემპიონატის საშინაო მატჩებს 9 ათას მაყურებელზე გათვლილ “ბანკ რესპუბლიკა არენაზე” ატარებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეტოქეებს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე მასპინძლობს, რომელიც თითქმის 70 ათას მაყურებელს იტევს.

სტადიონმა 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის 4 შეხვედრას უმასპინძლა:

  • უელსი 1-1 შვეიცარია;
  • თურქეთი 0-2 უელსი;
  • შვეიცარია 3-1 თურქეთი;
  • ჩეხეთი 1-2 დანია (მეოთხედფინალი).

5. ლა მასიადან საბაჰში

2017 წელს დაარსებულ “საბაჰში” “ბარსელონას” აკადემიის ორმა ყოფილმა ფეხბურთელმა ითამაშა. ორივე აზერბაიჯანულ კლუბს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.

კრისტიან სებალიოსმა ლა მასიაში რამდენიმე წელი გაატარა, 2011 წელს კი “ტოტენჰემში” გადავიდა. “საბაჰში” ის 2024 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა.

ხუან კამარამ “ბარსა ატლეტიკში” ორი სეზონი გაატარა, კატალონიელთა პირველ გუნდში კი ორი მატჩი ჩაატარა – ჩემპიონთა ლიგაზე “ლევერკუზენის” წინააღმდეგ და ესპანეთის თასზე “ვალენსიას” წინააღმდეგ. ამჟამად კამარა ანდორის “ინტერ ესკალდესში” თამაშობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი