მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას 2027/28 წლების სეზონის საშინაო ფორმის ახალი ფოტოები გავრცელდა

ბარსას 2027/28 წლების სეზონის საშინაო ფორმის ახალი ფოტოები გავრცელდა

მოკლედ
გავრცელდა ახალი ფოტოები, რომლებზეც "ბარსელონას" 2027/28 წლების სეზონის სავარაუდო საშინაო ფორმაა წარმოდგენილი. მაისური კლასიკურ ლურჯ-ბროწეულისფერ ზოლებსა და ოქროსფერ დეტალებს აერთიანებს.

“ბარსელონას” 2027/28 წლების სეზონის საშინაო ფორმის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 23 ნოემბერს გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც კატალონიური კლუბის მომავალი სეზონის პირველი ფორმის სავარაუდო დიზაინია წარმოდგენილი.

ახალი მაისური უფრო კლასიკური სტილით გამოირჩევა. მასზე კვლავ ვიხილავთ ტრადიციულ ვერტიკალურ ლურჯ და ბროწეულისფერ ზოლებს, თუმცა ორივე ფერი შედარებით მუქ ტონებში იქნება წარმოდგენილი. მაისურს კლასიკური ლურჯი საყელო ექნება, ხოლო სახელოებსა და მხრების გასწვრივ ოქროსფერი დეტალები დაამშვენებს.

მაისურის უკანა მხარეს, საყელოს ქვემოთ, კატალონიის დროშა შენარჩუნდება, ზურგის ქვედა ნაწილში კი “ბარსელონას” ფონდის ლოგო განთავსდება. Nike-ისა და Spotify-ის ლოგოები ყვითელ-ოქროსფერ ტონებში იქნება შესრულებული.

ახალი საშინაო ფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება მესამე ფორმისგან, რომლის სავარაუდო დიზაინიც რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. მესამე მაისური კატალონიური ტრადიციული დღესასწაულით, Correfoc-ით არის შთაგონებული და ცეცხლისა და კვამლის ეფექტებით გამოირჩევა.

ამასთან, Footy Headlines-ის 24 ნოემბრის დაზუსტებით, ბოლო ფოტოებზე ნაჩვენები მაისური ოფიციალური პროდუქტი არ არის. ის სავარაუდო რეალური დიზაინის მიხედვით შექმნილი რეპლიკაა, რომელსაც გარკვეული უზუსტობებიც აქვს. მაგალითად, რეალურ ვარიანტში საყელოს ღილი წითელი უნდა იყოს.

მოსალოდნელია, რომ “ბარსელონა” 2027/28 წლების სეზონის საშინაო ფორმას ოფიციალურად 2027 წლის ზაფხულის დასაწყისში წარადგენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • David Villa
    David Villa გულშემატკივარი
    schedule 24 ნოე 2026, 13:25

    აზერბაიჯანში ხო არ წასულხართ ვინმე ?

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 24 ნოე 2026, 14:15

      ედთი გოგოა ტიკტოკზე ბარაას ფანი იმას ედო მიდიოდა აზერბაიჯანში თამაშზე. აქედან არ ვუცი თუმცა ვინსაც მაყუთი აქ ის წავიდოდა