workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგენტი: ”ტიაგო სილვა არ აპირებს ”ბარსელონაში” გადასვლას”

აგენტი: ”ტიაგო სილვა არ აპირებს ”ბარსელონაში” გადასვლას”

ტიაგო სილვას აგენტმა, პაულო ტონეტომ უარყო თავისი კლიენტის შესაძლო გადაბარგება ”ბარსელონაში”. 

ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ პარიზელების მთავარი მწვრთნელი – კარლო ანჩელოტი მადრიდში გაემგზავრება. მიუხედავად ამისა, არ არის მოსალოდნელი პსჟ-ს შემადგენლობაში შესამჩნევი ცვლილებების ხილვა. 

”მზად არის თუ არა ტიაგო სილვა ხელფასი შეიმციროს ”ბარსელონაში” სათამაშოდ? არა, ეს არ მოხდება. ტიაგო არ გადავა ”ბარსელონაში”. დარჩება თუ არა იგი პსჟ-ში? დიახ, იგი ითამაშებს საფრანგეთში, არ აქვს მნიშვნელობა დარჩება თუ არა ანჩელოტი.” – განაცხადა ბრაზილიელი მცველის აგენტმა.

ტიაგო სილვა უკანასკნელ სეზონში პსჟ-ს გადამწვეტ ფიგურად იქცა. მან 34 მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მიმდინარეობისას არაერთი მცირე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward