workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეუსებიოს  კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივებულია

ეუსებიოს კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივებულია

ეუსებიო მესამე სეზონს ჩაატარებს “ბარსელონა ბ”-ს სათავეში. სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებიც საკუთარ სამუშაოს მომავალი სეზონის დასრულებამდე განაგრძობენ. 
საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” და ეუსებიო საკრისტანმა უკვე მოილაპარაკეს კონტრაქტის 2014 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივებაზე. ეს შეთანხმება სამწვრთნელო შტაბის სხვა მწვრთნელებზეც ვრცელდება და ავტომატურას პერსონალის სხვა დანარჩენი წევრებიც სამსახურს მომავალ წლამდე განაგრძობენ. 

სამი სეზონი სეგუნდა ა-ში 

ეუსებიო “ბარსელონას” სარეზერვო გუნდს ზედიზედ მესამე სეზონში გაწვრთნის. საკუთარ სადებიუტო სეზონში მწვრთნელმა გუნდი ფინიშთან მე-8 ადგილზე გაიყვანა 59 ქულით. მიმდინარე სეზონში კი “ბარსა ბ” მე-9 ადგილს 57 ქულით დასჯერდა. 

აღსანიშნავია ის კარგი ფაქტიც, რომ ეუსებიო საკრისტანი თავის დროზე “დრიმ-თიმის” შემადგენლობაში შედიოდა იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით (1988-1995) წლებში. იგი ასევე იყო ფრენკ რაიკაარდის სამწვრთნელო შტაბის ნაწილი (2003-2008) წლებში. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward