workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვასკესი:” საუკეთესო? ხავი!”

ვასკესი:” საუკეთესო? ხავი!”

როგორც მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი თვლის, კატალონიური “ბარსელონა” ხელიდან არ გაუშვებს ასეთ შანს და მეორეჯერ ზედიზედ აწევს ლა ლიგის თასს.
მადრიდის “რეალის” ცნობილი “ხუთეულის” ერთ-ერთი წევრი თვლის, რომ კატალონიელები ბოლო შეხვედრაში მოუგებენ “ვალიოდოლიდის” ფეხბურთელებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს დააკლდება ჩავი ერნანდესი.
“ვფიქრობ, რომ “კამპ ნოუზე” “ბარსელონა” ხელიდან არ გაუშვებს ასეთ შესაძლობლობას და მოუგებს “ვალიოდოლიდს”, მიუხედავად იმისა, რომ კლემენტე და მისი გუნდი გამარჯვებისათვის ჩავლენ კატალონიაში, “ნოუ კამპზე” “ბარსას” დამარცხება შეუძლებელია.” განაცხადა ვასკესმა.
კითხვაზე თუ რომელი უფრო მოგწონთ, კრიშტიანუ რონალდუ თუ ლეონელ მესი, ესპანელმა განუცხადა შემდეგი:
“ამ ორმა ფეხბურთელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ორივე იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს, მაგრამ მე ამ ორივეს ჩავი ერნანდესი მირჩევნია. ის ხომ “ბარსას” თილისმაა, ზუსტად იგი უწყობს თამაშს, აძლევს თავისებურ სტილს, უკრავს მუსიკას, რომლის ქვეშაც დანარჩენები ცეკვავენ!” დაასრულა ვასკესმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward