პესიმიზმი, რომელიც “ბარსელონას” გულშემატკივარმა ერთი კვირის წინ მიუნხენში იწვია ნელ-ნელა უკან იხევს. დღეს “კამპ ნოუზე” გულშემატკივართა რეკორდულ რაოდენობას ელიან.
დღეს საღამოს “კამპ ნოუზე” დაახლოვებით 95 ათასს გულშემატკივარს ელიან. და მათი დიდი ნაწილი ფერად წარმოდგენაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც “კამპ ნოუს” ტრიბუნებზე იქნება. დღევანდელ მატჩში “ბაიერნს” მხარს 5050 ფანი დაუჭერს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ერთად იზეიმებენ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” – “ბაიერნის” დაპირისპირება დღეს 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.