დაკარგული შავი კაცი

დაკარგული შავი კაცი

ეს არის ჩემი პირველი სტატია barcamania.ge ზე და ვეცდები კარგი გამომივიდეს. ჩემი პირველი სტატია ეკუთნის “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილ ლიდერს სამუელ ეტოოს.

სამუელ ეტოო ფილსი კამერუნის ეროვნული ნაკრების და მილანის “ინტერის” ცენტრალური თავდასხმელია. მას შემდეგ რაც კამერუნელი მილანის “ინტერში” გადავიდა, მისი ვარსკვლავი ცაზე ისე ვეღარ კაშკაშებს , როგორც ეს კატალონიაში თამაშის დროს იყო. 29 წლის თავდამსხმელს “ინტერის” მაისურითაც გააქვს გოლები, მაგრამ ისეთი აქტიური ვეღარ არის როგორც “ბარსელონაში”. იქ ის სულ სხვა მუხტით თამაშობდა, უფრო ცოცხალი იყო, “ინტერში კი სასწაულებს ვეღარ ახდენს.

დაიბადა 1981 წლის 10 მარტს დოუალაში. ის არის რეკორცმენი ყველა დროის აფრიკის თასზე 16 გატანილი გოლით. და რეკორცმენი აფრიკელთა შორის პრიმერა დივიზიონში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით მიხედვით.

კამერუნელი 1997 წელს ჩაირიცხა “რეალში”, მაგრამ მხოლოდ “რეალ მადრიდ ბ-ში” უწევდა თამაში, რომელიც ასპარეზობდა სეგუნდა დივიზიონში. ამიტომ ეტოო გაანათხოვრე “ლეგანესში” 1997-1998 წლებში.

ორი სეზონის შემდეგ, რაც კამერუნელი ესპანეთში გადაბარგდა, მან პრიმერა დივიზიონში კრძოდ კი “მალიორკაში” მოიკიდა ფეხი. ამ კლუბში ასპარეზობის მერე სეზონში სამუელმა 11 გოლის გატანა მოახერხა. “მალიორკამ კამერუნელი რეკორდულ თანხად, 4.4 მილიონად შეიძინა და კონტრაქტი 2007 წლამდე გაუფორმა.

ეტოო “მალიორკას” შემადგენლობაში ჩაიწერა ისტორიაში, როგორც ლიდერი პრიმერა დივიზიონში გატანილი გოლების რაოდენობით. 2004 წელს ეტოო გადაბარდა 24 მილიონად კატალონიაში, ასევე მის უკან დაბრუნებას “რეალში” ფლორენტინო პრესი ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ…

“ბარსელონაში” დებიუტი ეტოოს იმავე წლის 29 აგვისტოს ჰქონდა “რასინგ სანტადერის” წინააღმდეგ.

2008 წელს ეტოომ შეასრულა “ბარსელონას” რიგებში პირველი ჰეთ-რკი, “ლევანტეს” წინააღმდეგ. მან ეს სეზონი ტრამვის გამო 18-ი ჩატარებული მატჩით და 16 გატანილი გოლით დაასრულა.

კამერუნემა დაამყარა რეკორდი 2008 წლის 25 ოქტომბერს ბარსელონა-ალმერიის მატჩის დროს, როდესაც მან ჰეთ-რიკი რეკორდულ დროში 23 წუთში შეასრულა.

ხოლო 2008 წლის 29 ნოემბერს მან გაიტანა “ბარსელონას” რიგებში მე-100 და 111-ე გოლები, რითაც კლუბის 10 საუკეთესო ბომბარდირთა სიაში შევიდა. ხოლო 2009 წლის 14 თებერვალს მან პრიმერა დივიზიონსი თავისი 99-ე და მე-100 გოლი გაიტანა ამას კიდევ 3 გოლი დაამატა მას შემდეგ რაც გარკვეული იყო უკვე “ბარსელონას” ჩემპიონობა.

კამერუნელმა ასევე მოახეხა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი გოლის ატანა “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ და გახდა მეორე ფეხბურთელი რაულის შემდეგ , რომელმაც ორი ლიგის ფინალში მოახერხა გოლის გატანა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა გუნდში დადგა საკითხი- დარჩებოდა თუ არა ეტოო “ბარსელონაში”. უცნაური იყო, მაგრამ კლუბმა “ბარსელონას” გამარჯვების მომტანი ფეხბურთელი სამუელ ეტოო ტრანსფერზე დააყენა და კი არ გაყიდა არამედ გაცვალა.

მასიმო მორატი ჩავიდა “ბარსელონაში” და იქ გადაწყდა, რომ ეტოო “ინტერში” წავიდოდა, იბრაჰიმოვიჩი კი “ბარსელონაში. დღემდე არავინ იცის ეს გაცვლა იყო თუ ტრანსფერი, მაგრამ რაც მთავარია მათ ითამაშეს ერთმანეთის პირისპირაც, თუმცა თავი არცეთს არ გამოუჩენია. პრინციპში “ბარსელონამ” ეტოოსგან მიიღო მაქსიმუმი და გაუშვა. სამაგიეროდ მოვიდა უფრო აგრესიული თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მან ამ სეზონს ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა29 ნოემბერს “ელ კლასიკოზე” და ის გოლი “ბარსელონასთვის” გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ეტოომ სანაკრებო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც კამერუნი კოსტა რიკას ხვდებოდა, მაშინ კამერუნმა ის მატჩი 0-5 დათმო.უკვე 17 წლის ასაკში მან ითამაშა პირველი ოფიციალური მატჩი იტალიის წინააღმდეგ.

ეტოო იყო იმ ნაკრების წევრი რომელმაც: 2000 წელს ოლიმპიადა, 2000, 2002 წელს აფრიკის თასი მოიგო,2003 წელს კი კონფედერაციის თასზე ფინალში გავიდა, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ.

კამერუნელმა ვერ გაიტანა გადამწყვეტი პენალტი 2006 წელს, რითაც კოტ დივუარს საშუალება მისცა ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ეტოო გახდა.

2008 წელს აფრიკის თასზე ეტოომ მე14 გოლი გაიტანა, რითაც აფრიკის თასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან ამ მაჩვენებელს კიდევ ორი გოლი დაუმატა.

კამერუნელის ცხოვრებაში ინციდენტები ხშირად ხდება. ერთ-ერთი მათგანი სწორედ 2008 წლის 1 ივნისს მოხდა, როდესაც ეტოომ ჟურნალისტი ცემა, მაგრამ მისი მკურნალობის ხარჯებიც თავად დაფარა.

მაინც არავინ არ იცის თუ რატომ გყიდა “ბარსელონამ” ეტოო რომელიც თამაშს ყოველ წელს აუმჯობესებდა. დადიოდა სხვადასხვა ჭორები იმის შესახებ, რომ გვარდიოლას და ეტოოს შორის არსებობდა რაღაც უთანხმოება, რამაც გამოიწვია ეტოოს “ინტერში” წასვლა და “ბარსელონაში” იბრაჰიმოვიჩის გადმოსვლა, მაგრამ ფაქტია “ბარსელონამ გაყიდა ფეხბურთელი, ფეხბურთელი რომელიც იყო და დარჩება ერთ-ერთი საუკეთესი თავდამსხმელი “ბარსელონას’ ისტორიაში.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი