როგორც კატალონიური გამოცემა “სპორტი” იუწყება, “ბარსას” ორი ცენტრალური მცველის: რაფა მარკესისა და ენრიკეს მომავალი კვირის ბოლომდე გაირკვევა და საბოლოო ინფორმაცია მათი კლუბში დარჩენა–არ დარჩენის შესახებ მასმედიისთვის ორშაბათს გახდება ცნობილი.
მარკესი
მექსიკის ეროვნული ნაკრების ლიდერი და კაპიტანი რაფა მარკესი, რომელიც “ბლაუგრანაში” აგერ უკვე შვიდი წელია ირიცხება, გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ძალიან დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ რაფა მისი ყოფილი თანაგუნდელის ტიერი ანრის არჩეულ გზას გაჰყვება და ამერიკაში მოსინჯავს ძალებს.როგორც ცნობილია მოლაპარაკებები “რედ ბულსთან” წარმატებით მიმდინარეობს. მარკესმა იცის, რომ მომავალ წელს მას კლუბში არც ისე დიდი სათამაშო დრო მიეცემა და ამიტომ დიდი შანსია,რომ იგი “ბარსას” რიგებს მალე დატოვებს.მის გადაწყვეტილებაზე ალბათ ადრიანოს ტრასფერმაც იქონია გარკვეული გავლენა, რადგან მარცხენა ფლანგის მისთვის ჩაბარების შემთხვევაში ფრანგ ერიკ აბიდალს დაცვის ცენტრში ძირითადი ადგილის მოპოვებისთვის მოუწევს ბრძოლა და უკვე ასაკოვან რაფას ძალიან გაუჭირდება კონკურენციის გაძლება.რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა მარკესის კლუბიდან შესაძლო
გაშვებაზე და აღნიშნა, რომ მას იბრაჰიმოვიჩის მსგავსად თვითონ უნდა გადაეწყვიტა საკუთარი ბედი.თუ შვედმა “ბარსას” რიგებში დარჩენა არჩია, სავარაუდოდ მარკესი საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს და დატოვებს ამჟამინდელ კლუბს.
ენრიკე
რაც შეეხება ბარსას ახალგაზრდა ცენტრალურ მცველ ენრიკეს, მას არჩევანის გაკეთება სამშობლოში დაბრუნებასა და “სანტანდერის რასინგს” შორის მოუწევს.როგორც ცნობილი გახდა “რასინგის” პრეზიდენტი ფრანცისკო პერნია შეხვდა სანდრო როსელის რათა მოეგვარებინა ენრიკეს ტრანსგფერთან დაკავშირებული საკითხები.რასინგის გარდა ენრიკეს შეძენით კიდევ ორი გუნდია დაინტერესებული ასე,რომ მისი მომავალი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული.
წყარო: totalbarca.com