ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ალექსის სანჩესი “ბაიერნთან” ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ, ვიდრე ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია.
ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა ვილიას გასულ ტურში “ლევანტეს” წინააღმდეგ ნაჩვენები ცუდი თამაშია, რომელმაც გაფუჭებულ პენალტთან ერთად, ძალიან ბევრი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და თავი კარგი ვერაფრით დაგვამახსოვრა. რაც შეეხება ჩილელ ფეხბურთელს იგი “ლევანტესთან” მატჩში 77-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე, ტელიოს ნაცვლად და გადამწყვეტი როლიც ითამაშა კატალონიელთა გამარჯვებაში. 84-ე წუთზე ფაბრეგასის გამარჯვების გოლი, სწორედ ალექსის სანჩესის ბრწყინვალე გადაცემას მოჰყვა. ამ ყველაფერთან ერთად 24 წლის ჩილელმა ბოლო დროს ძალიან მოუმატა, რის გამოც მისი შანსები ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ძალიან გაიზარდა.
“არ ვიცი დავიწყებ თუ არა თამაშს ძირითად შემადგენლობაში, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დრო და დრო უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და ძალიან კარგად ვარ”. – ამბობს სანჩესი.


