კატალონიის “ბარსელონას” უამრავი შემოთავაზება აქვს სხვადასხვა კლუბებიდან, რომლებსაც სურთ გამართონ ამხანაგური მატჩი ზაფხულში.
თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები ითამაშებენ ინდოეთში ინდოეთის ჩემპიონატის თერთმეტი საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ. სავარაუდოდ მატჩი ჩატარდება აგვისტოს.
“ვარშავის ლეგიამ” შეთავაზება გაუკეთა კატალონიელებს, რომლებსაც სურთ გამართონ მატჩი პოლონეთში. არ არის ცნობილი არის თუ არა ოფიციალურად შესული შეთავაზება.
მიუნხენის “ბაიერნი” კიდევ ერთხელ სთავაზობს “ბარსელონას” ითამაშოს აუდის თასზე. წინა წელს ეს ტურნირი “ბარსელონამ” მოიგო, სადაც ტიაგო ალკანტარამ გაიბრწყინა და ფინალში “მიუნხენის ბაიერნი” დაამარცხეს.