"ბარსას" ალბაში 15 მილიონი ევროს გადახდა არ სურს

"ბარსას" ალბაში 15 მილიონი ევროს გადახდა არ სურს

კატალონიის "ბარსელონა" ჯერაც ვერ შეუთანხმდა ესპანურ "ვალენსიას" მარცხენა მცველის, ხორდი ალბას ტრანსფერის შესახებ. "ღამურების" ხელმძღვანელობა ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა "ლურჯ–ბროწეულისფერები" ფიქრობენ, რომ ეს თანხა ძალიან დიდია და ალბა ამდენი არ ღირს. 

 

"ბარსელონა" უკვე დიდი ხანია ეძებს ახალ მოთამაშეებს, განსაკუთრებით კი–მცველებს. თუ "ბლაუგრანას" საბოლოო ჯამში არ გამოუვა "ვალენსიასთან" მოლაპარაკება, მაშინ ისინი უკვე გარეთ ბეილზე გადაერთვებიან, რომელიც ლონდონურ "ტოტენჰემში" გამოდის და დიდი შანსია გუნდი დატოვოს კიდეც.

 

ასევე გეტყვით, რომ ალბას კონტრაქტი "ვალენსიასთან" უკვე მომავალ წელს ეწურება. ასე და ამგვარად, "ბარსა" განაგრძობს მოლაპარაკებას "ღამურების" ხელმძღვანელობასთან და შეეცდება ფეხბურთელის სასურველ თანხაში გადაბირებას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.