ჩავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა “კამპ ნოუზე” გაატარა.. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მოვიდა და მას შემდეგ მისი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო.. ამის წყალობით , 1997-98 წლების სეზონში ჩავი ახალგაზრდული გუნდიდან “ბარსა ბ”-ში გადავიდა.. მეორე გუნდში ჩავი ხორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა.. გუნდის ვიცე-კაპიტანი და არაჩვეულებრივი ფეხბურთელი , რომელსაც მოედნის საოცარი ხედვა აქვს.. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ! ალბათ ყველამ კარგად იცის მისი მიღწევების შესახებ ! ყოველმხრივ უნაკო ! ასეთია ჩვენი ნახევარდაცვის წარმომადგენელი ჩავი ერნანდესი ! მის პროფესიონალიზმზე ბევრს არც ამჯერად ვისაუბრებ უბრალოდ ვიტყვი , რომ დიდებული პიროვნებაა !

კეთილი , კლუბის სული და გული , თავმდაბალი , მეგობარი გუნდში ყველასი , ქველმოქმედი , მონდომება და მაგალითი ყველა ახალგაზრდისა , გულით კატალონიელი უბრალოდ დიდებული ! ასეთია ჩვენი ელ მაესტრო !
რამდენ კეთილ საქმეს აკეთებს და რამდენ ადამიანს ეხმარება და უხარებს გულს ! როგორ უდგას მხარში ფეხბურთელებს ! მისი თითოეული საქმე და სიტყვა დასაფასებელია ! ასეც არის ! შეგვიძლია ვიამაყოთ იმით , რომ ჩვენი კლუბის ლიდერებს განურჩევლად გულშემატკივრისა ყველა პატივს სცმეს ! ანდაც როგორ არ უნდა სცე ისეთ პიროვნებას პატივი , როგორიც ერნანდესია !
დელ ბოსკეს ინტერვიუს გავიხსენებდი სადაც ამბობს : ”მინდა ვთქვა , რომ ჩემს შვილებს შორის , ფეხბურთში ყველაზე კარგად ალვარო ერკვევა.. მას განსაკუთრებული ურთიერთბა აქვს ჩავისთან.. როდესაც ფეხბურთელს გოლი გააქვს , ალვარო მას მისალოცად ურეკავს.. თამაშის შემდეგ , ჩავი მის ზარებს ყოველთვის დაუყოვნებლივ პასუხობს.. შვილს ხშირად ვეუბნები , რომ ნუ აწუხებს , მაგრამ ეს მასზე არ მოქმედებს , რადგან მას ჩავი ყოველთვის სიყვარულით პასუხობს..”
შეგახსნებთ , რომ ალვარო დელ ბოსკე დაუნის სინდრომით არის დაავადებული..
დამეთანხმებით ალბათ იშვიათია ისეთი ადამიანი დედამიწაზე , როგორიც ჩავია .. მითუმეტეს ფეხბურთში .. ვამაყობ , რომ ჩვენს კლუბში ასეთი ბევრია ..
არ შემიძლია არ გავიხსენო ”პსჟ”-თან ჩატარებული მატჩი , რომელიც 2-2 დასრულდა .. ერთ-ერთი გოლის ავტორი ჩავი იყო .. მან რადიოთი მოისმინა ინფორმაცია 10 წლის ლეიკემიით დაავადებულ მიქელზე , რომელიც დაავადებას ბავშვობიდან ებრძვის.. აღსანიშნავია , რომ ბიჭი ჩავის გულშემატკივარია.. ჩავიმ “სენტ ჟოანის” სახელობის ჰოსპიტალში მოინახულა ბავშვი და მაისურის ჩუქებასთან ერთად მისცა პირობა , რომ ის გამოჯანმრთელების შემდეგ მიქელს წაიყვანდა “ბარსელონას” ვარჯიშზე და თუ “მილანთან” გოლს გაიტანდა თმებზე ხელის გადასმით აღნიშნავდა.. ჩავიმ იტალიელებს ვერ გაუტანა , სამაგიეროდ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან პარიზელების კარი დალაშქრა და თავზე ხელი გადაისვა, რითაც მან გოლი ავადმყოფ ბავშვს მიუძღვნა..
უბრალოდ პიროვნება , რომლის სიკეთესაც საზღვარი არ აქვს .. 
ფეხბურთელები ჩავიზე :
მესი: ”როგორც ფეხბურთელს მას ყველანი კარგად იცნობთ , რადგან მისი ხილვა ყოველ 3 დღეში შეგიძლიათ .. ის ამასთანავე შესანიშნავი ადამიანია , რომელსაც უდუდეს პატივს ვცემ .. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ის ჩემი კარგი მეგობარია ” ..
ხოაკინ ერნანდესი: ”საერთოდ არ მიყვარს როცა ჩემს შვილს ვაქებ უბრალოდ ვიტყვი , რომ მიხარია როცა ვხედავ , როგორ გამოხატავენ მის მიმართ სიყვარულს გულშემატკივრები ” ..
პიკე: ”ის გუნდის ლიდერია .. არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და მეგობარი ”..
ინიესტა: ”მე რა შემიძლია მასზე ვთქვა .. გულშემატკივარი ყველაფერს ხედავს .. მაგალითი , რომელსაც თავისი სახელი აქვს და ეს ჩავი ერნანდესია ! ”..
პუიოლი: ”მე და ჩავი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს .. ყოველთვის ვიცოდი , რომ დიდი მომავალი ჰქონდა ”..
ტიაგო: ”მის შემცვლელად მომიაზრებენ .. ეს ჩემთვის დიდი პატივია , მაგრამ ვფიქრობ ჩავი შეუცვლელია ! ” ..
კასილასი: ” ჩვენ 17 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს .. ბევრჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ჩემი და ჩავის ურთიერთობა , მაგრამ მასთან მეგობრობას ვერავინ ამიკრძალავს .. ეს აბსურდია !
ჩავის ცხოვრებაზე :
ჩავი არის ფეხბურთელი , რომელიც მხარს უჭერს სავარჯიშო კამპუსებში სექსუალურ კავშირს..
ჩავიმ იტირა , როდესაც გაიგო თუ რა მძიმე იყო დავიდ ვილლას ტრავმა..
ჩავის სოკოების შეგროვება უყვარს..
ჩავი საკუთარ მანქანაში ხშირად უსმენს სელენ დიონის რჩეულ სიმღერებს..
ხელფასის 35%-ს ურიცხავს ბავშვთა სახლს ..
მასზე ცუდად მოქმდებს გაჭირვებული და გონებაშეღუდული ბავშვების დანახვა..
მისი საყვარელი ფეხბურთელი ზიდანია..
ჩავი ბარსელონაზე : ”ეს ჩემი სახლია.. ამ კლუბში დიდი ხანია ვარ , რომელთანაც ძალიან ვარ დაკავშირებული ისევე , როგორც ფეხბურთელებთან.. “ბარსელონას” არასდროს ჰქონია ტალანტების ნაკლებობა და როცა მე წავალ ვიქნები მშვიდად , ვინაიდან მეცოდინება , რომ “ბარსა” კვლავ წავა წინ და მოიგებს ტიტულებს ჩემთან , ან ჩემს გარეშე.. ამ კლუბთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს .. ეს წლები ყოველთვის იცოცხლებს ჩემს გულში ! მადლობელი ვარ ასევე იმ სიყვარულისთვის რასაც ჩემს მიმართ ვგრძნობ .. ის ხალხი , რომელსაც ვუყვარვართ და პატივს გცემენ ჩვენთვის დიდი ძალაა ”..
ის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია ვინც კი როდესმე მინახავს ..
უბრალოდ დიდი ფეხბურთის პატარა ლეგენდა ორკესტრის დირიჟორი და მსოფლიოს საუკეთესო კონსტრუქტორი ! – უბრალოდ ჩავი ერნანდეს კრეუსი !
[media=http://www.youtube.com/watch?v=Nmj3QnGu3kw]
[media=http://www.youtube.com/watch?v=Ey5MsbU6f3k]
[media=http://www.youtube.com/watch?v=thXFPVZmfr0]
სპეციალურად Barcamania.Ge-თვის ©
ჯერემი რენერი