“ბარსელონამ” 2010-11 წლების სეზონი დაიწყო

“ბარსელონამ” 2010-11 წლების სეზონი დაიწყო

ბარსას 2010/11 წლების სეზონი დაიწყო! 28 ფეხბურთელმა (10 პირველი გუნდიდან, 18 ბარსა ბ-დან) დღეს დილით, პირველ სამუშაო დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა.


ათი ფეხბურთელი პირველი გუნდიდან (პინტო, მაქსველი, მილიტო, ადრიანო, ვიქტორ სანჩესი, კეიტა, გლები, ბოიანი, იბრაჰიმოვიჩი, ხეფრენი) შეუერთდა ბარსა ბ-ს 18 ფეხბურთელს (ოიერი, მინო, მასიპი, დალმაუ, სერხი გომესი, არმანდო, ფონტასი, მუნიესა, რივეროლა, ილიე, ვიქტორ ვასკესი, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი, ედუ ორიოლი, ტელო, ბენხა, სორიანო და ნოლიტო) და ახალი სეზონის წინ სამედიცინო ტესტი ჩააბარეს.

ენრიკეს ერთი კვირა მისცეს, რათა გაარკვიოს, რჩება თუ არა იგი კლუბში.

საღამოს ისევ უკან

სისხლისა და შარდის ტესტი ადგილობრივი დროით 09:00-ზე სიუდად დეპორტივოზე ჩაბარდა, ამის შემდეგ სხვა ტესტების გასავლელად ფეხბურთელები “კამპ ნოუზე” წავიდნენ.

სამედიცინო ტესტების მეორე ნაწილი დღეს, ესპანეთის დროით 19:00-ზე დაიწყება, რის შემდეგაც ფეხბურთელები ერთად ისადილებენ.

წყარო: FCBarcelona.Cat

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია