workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთს პედრომ და ვალდესმა მოაგებინეს

ესპანეთს პედრომ და ვალდესმა მოაგებინეს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საფრანგეთში, ესპანეთმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. “სამფეროვნების” დამარცხების წყალობით, “ფურია როხა” ჯგუფს სათავეში ჩაუდგა და სავარაუდოდ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები პირველობას აღარ დათმობენ. ესპანელები 3 ქულის მოპოვებას “ბარსელონას” მეკარესა და შემტევს, ვიქტორ ვალდესსა და პედრო როდრიგესს უნდა უმადლოდნენ.

მიმდინარეობდა შეხვედრის 58-ე წუთი, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ნაჩო მონრეალის მიერ გაკეთებული კარგი გადაცემის შემდეგ, ლორისის კარის წინ, ბურთზე თამაში ყველას პედრომ დაასწრო და მატჩის ერთადერთი გოლიც გავიდა.

რაც შეეხება ვალდესს, მან 2 ეპიზოდში, შესანიშნავად ითამაშა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

საფრანგეთთან ასევე ითამაშეს ხერარდ პიკემ, ანდრეს ინიესტამ (93-ე წუთზე შეცვალეს), ჩავიმ, ბუსკეტსმა, ვილიამ (61-ე წუთზე შეცვალეს) და ფაბრეგასმა (76-ე წუთზე შევიდა)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward