workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსას” ფეხბურთელები ნაკრებებში

“ბარსას” ფეხბურთელები ნაკრებებში

 ”ბარსელონას” პირველი გუნდის ყველა წევრმა ერთად, საერთაშორისო შეხვედრებზე 1306 წუთი დაჰყო. 18 ფეხბურთელიდან 11-მა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

 U-21 ესპანეთის ნაკრები 

ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა გაანადგურა ნორვეგია ანგარიშით 5-2.

ტელიო (66 წუთი) – შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. დუბლის გაფორმებაც მოახერხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე…

მონტოია (90 წუთი) – ”ბარსელონას” მარჯვენა მცველმა ძალიან ბევრი ფეხბურთის გულშემატკივარი გააოცა თავის კარგი თამაშით.

ალკანტარა (90 წუთი) – ტელიოს შემდეგ ნამდვილად საუკეთესო იყო. მისმა კარგმა თამაშმა ნახევარდაცვაში განაპირობა ნორვეგიის გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხება.

ბარტრა (66 წუთი), მუნიესა (69 წუთი), დეულოფეუ (45 წუთი). ამ სამიდან თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი წვლილი შეიტანა ესპანეთის გამარჯვებაში…

 ესპანეთის ნაკრები

http://www.barcamania.com/images/Artur%20Slobodin/villa_finlandia.v1364042035.JPG

 ფინეთმა თავის დაცვითი ტაქტიკით შეძლო ესპანეთის გაჩერება და მატჩის ფრედ დასრულება. ასეთი მოულოდნელი ქულების დაკარგვისთვის ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი დაისაჯა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ”ლა როხა” საფრანგეთს 2 ქულით ჩამორჩება.

 სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ”ბარსას” 7 ფეხბურთელი იმყოფებოდა: ვალდესი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, ვილია და ფაბრეგასი. კლუბის მერვე მოთამაშე იყო პედრო, რომელიც მოგვიანებით ჩაერთო მატჩში.

ვალდესი (90 წუთი) – ჩაატარა პირველი ოფიციალური მატჩი ესპანეთის ნაკრებში ფინეთის წინააღმდეგ და ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

პიკე (90 წუთი) – ჩაატარა მთელი მატჩი დაცვის ცენტრში სერხიო რამოსთან ერთად.

ალბა (90 წუთი) – მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო. რაც შეეხება მის თამაშს იგი მუდამ ამწვავებდა შეტევებს მარცხენა ფლანგიდან.

ბუსკეტსი (90 წუთი) – ითამაშე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ”ბარსას” ფეხბურთელიდან, რომლებმაც მთლიანი მატჩი ჩაატარეს.

ფაბრეგასი (75 წუთი) – შეცვალეს მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე. ითამაშა ”ცხრიანის” პოზიციაზე.

ინიესტა (90 წუთი) – ინიესტან ერთადაც კი ესპანელებმა მაინც ვერ მოახერხეს იმდენი საგოლე მომენტის შექმნა, რომ თამაში მოეგოთ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძირითადად სულ თავს იცავდა.

ვილია (64 წუთი) – ითამაშა თავდამსხმელის პოზიციაზე, ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. მეორე ტაიმში იგი ნეგრედომ შეცვალა.

 ბრაზილიის ნაკრები

http://www.barcamania.com/images/Artur%20Slobodin/alves.v1363903746%20(2).jpg.bmp

 ბრაზილიამ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა იტალიის ნაკრები წინააღმდეგ. პირველ ტაიმში ბრაზილიელები აკონტროლებდნენ თამაშს და 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში იტალიამ შეძლო თამაშის შემოტრიალება და ანგარიში გაათანაბრა.

 ალვესი (90 წუთი) – ჩაატარა მთლიანი მატჩი. როგორც ყოველთვის, ამწვავებდა თამაშს მარჯვენა ფლანგიდან.

 

არგენტინის ნაკრები

http://www.barcamania.com/images/Artur%20Slobodin/2044006_FULL-LND.v1364030620.jpg

 არგენტინის ნაკრებმა ვენესუელა გაანადგურა ანგარიშით 3-0 და სატურნირო ცხრილში ისევ ლიდერობს. მათ 10 მატჩში 23 ქულა აქვთ. ორივე ”ბარსას” ფეხბურთელი კმაყოფილია ნაკრების თამაშით. მესიმ აღიარა, რომ იგუაინთან ერთად თამაში სიამოვნებს და მატჩიდან მატჩამდე ისინი უფრო კარგად უგებენ ერთმანეთს.

მესი (90 წუთი) – ოქროს ბურთის ოთხგზის გამარჯვებულმა კაპიტნის სამკლაურით ითამაშა და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. ლეოს გოლმა და ორმა საგოლე გადაცემამ იგუაინზე არგენტინას გამარჯვება მოუტანა.

მასკერანო (90 წუთი) – მასკერანოს როლი ნაკრებში უფრო დიდია, ვიდრე კლუბში. მთელი მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა.

 ჩილეს ნაკრები 

http://images.mirror.co.uk/upl/people3/jun2011/3/5/image-9-for-sport-photos-11th-june-p2-gallery-583754663.jpg

ჩილის 4-მატჩიანმა წაგებათა სერიამ საგრძნობლად შეამცირა მათი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩენის შანსები. მათ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ და მოგებაც კი შეეძლოთ, მაგრამ 87-ე წუთზე ფარფანმა შეძლო ჩილეს კარების აღება.

სანჩესი (90 წუთი) – ითამაშა მთელი მატჩი, მაგრამ ვერ დაეხმარა თავის გუნდს მატჩის გამარჯვებაში, ან თუნდაც ფრედ დამთავრებაში.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward