მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, ახლახანს დაბადებულ ვაჟიშვილს ლიონელი დაარქვა. მიზეზი ორიგინალური ნამდვილად არაა – “რომას”, “რეალი”, “სამპდორიასა” და “მილანის” ყოფილ შემტევს ლიონელ მესის თამაში ძალიან მოსწონს.
“ჩემს შვილს ლიონელი იმიტომ დავარქვი, რომ როგორც ფეხბურთელი, მესი ძალიან მიყვარს. ჩემს ცოლს ეს იდეა, თავიდან, არც ისე მოეწონა, მაგრამ მისი დარწმუნება მოვახერხე.” – აცხადებს ანტონიო კასანო.