წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო მემფის დეპაიზე საუბრობს. მისი თქმით ნიდერლანდელი იმ დონის მოთამაშე არაა, როგორიც თავად წარმოუდგენია.
მემფის დეპაი “ბარსელონას” დონის ფეხბურთელი არაა.
ის თავს ისე გრძნობს, როგორც მესი და კრიშტიანუ, ამაზე მისი ქცევები მეტყველებს. ის ასე ფიქრობს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მას “ბარსელონას” დონეზე თამაში არ შეუძლია.
– ციტირებს იტალიელის სიტყვებს DAZN
ნუ გაახურე საქმე, კარგად ვიცით ისედაც, რომ არაა, გარდამავალ პერიოდში უფასოდ მოვიდა და ფაფხურობს
ამაში 100% გეთანხმები. მაღალი წარმოდგენა აქვს თავზე, არადა ამას პეპი სკამზეც არ დასვამდა, არც ლუჩო.
რა?! ტყუილია?!
ბარსამ დეპაი უნდა გაუშვას….
ნუ მართალია,მაგრამ არც ცუდი ფეხბურთელია, ნორმალური დონის ფეხბურთელია, რომელიც ცდილობს რაღაცას😁
მთლად ნახევარი არა მარა არც შორს ხარ რეალობასთან
მარტო დეპაი? ნახევარი გუნდი ეგეთია
აა კაცი ძლივს სიმართლე არ თქვა 😃 აბსოლიტურად ვეთანხმები ძაან გაპიარებულია ის წარმოდგენა რაც აქვს თავზე ნახევარსაც ვერ თამაშობს..
ვაახ რა გაუძრო😄, ტყუილი ნაღდად არ უთქვავს, კი აქ დრიბლინგიც,დარტყმაც და სხვა მონაცემებიც მაგრამ ვხედავთ რომ ბარსას დონის არაა, სეზონის სტარტზე კარგად დაიწყო მაგრამ მალევე გაფუჭდა, მაგრამ მე მგონია რომ სერია ა ში კარგად ითამაშებს, თუნდაც მილანში ან იუუვეში, თუ გადაიხდიან კარგად აუცილებლად უნდა გავყიდოთ
ეს კარგი იყო, მესის კი აღმერთებს.