workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტაფარელი: “ვალდესს შეუძლია ერთ-ერთ ბრაზილიურ გრანდში გადავიდეს”

ტაფარელი: “ვალდესს შეუძლია ერთ-ერთ ბრაზილიურ გრანდში გადავიდეს”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, კლაუდიო ტაფარელი აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონას” გოლკიპერს, ვიქტორ ვალდესს შეუძლია რომელიმე ბრაზილიურ გრანდში გადავიდეს. იტყობინება ესპანური პრესა.

როგორც იცით, ვიქტორ ვალდესმა იუარა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება, რაც იმის მაუწყებელია, რომ იგი მიმდინარე წლის ზაფხულში კატალონიურ გრანდს დატოვებს. მისით ბრაზილიური “სან პაულოა” დაინტერესებული.

“რატომ არ უნდა გააგრძელოს ვალდესმა კარიერა ბრაზილიაში? ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით ფეხბურთელებს ბევრად მეტს უხდიან და უამრავი ძლიერი ფეხბურთელი დაბრუნდა სამშობლოში. ვიქტორს თავისუფლად შეუძლია დაიცვას რომელიმე ბრაზილიური გრანდის ღირსება”. დაასრულა ტაფარელმა.

აქვე გეტყვით, რომ ვიქტორ ვალდესს არასდროს უთამაშია სხვა კლუბში. მან კარიერის განმავლობაში “ბარსელონაში” 492 მატჩი ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward