რამდენიმე წამის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “ბარსელონა” “პარი სენ ჟერმენს” დაუპირისპირდება.
მეოთხედფინალის პირველი მატჩი 2 აპრილს, საფრანგეთში გაიმართება. განმეორებით შეხვედრას, რომელიც 10 აპრილს ჩატარედება, “კამპ ნოუ” უმასპინძლებს.
სხვა გუნდები წყვილებში ასე გადანაწილდნენ:
რეალი-გალათასარაი
ბაიერნი-იუვენტუსი
მალაგა-დორტმუნდი