ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკური მონაცემების შეჯამების შემდეგ დადგინდა, რომ არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტში, პირველობას არავის უთმობს “ბარსელონა”. მოულოდნელი ალბათ არავისთვის ყოფილა ის ფაქტი, რომ კატალონიელები ყველაზე ხშირად ფლობენ ბურთს, აკეთებენ ყველაზე მეტ ზუსტად პასს და ყველაზე იშვიათად არღვევენ თამაშის წესებს.
ჩატარებულ 6 თამაშში, კატალონიელთა ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 69 პროცენტია. ბუნებრივია, ეს საუკეთესო შედეგია. “ბარსელონა” საუკეთესოა პასის სიზუსტეშიც – 84%.
იმის გათვალისწინებით, რომ ბურთს ძირითადად “ბარსელონა” ფლობს და კატალონიელებს მეტოქისთვის მისი ართმევა იშვიათად უწევს, გასაკვირი არაა, რომ ტიტო ვილანოვას შეგირდები ყველაზე იშვიათად ჯარიმდებიან. “ბარსას” ფეხბურთელებმა თამაშის წესები მხოლოდ 64-ჯერ დაარღვიეს, რაც მატჩში საშუალოდ 8 ჯარიმას უდრის.
სტატისტიკური მონაცემების ცხრილი ასე გამოიყურება.
|
|
ბარსა | ბაიერნი | რეალი | იუვე | მალაგა | პსჟ | გალათ. | დორტმ. |
|
გოლი (საშუალო) |
15 (1,88) |
18 (2,25) |
18 (2,25) |
17 (2,13) |
14 (1,75) |
17 (2,13) |
11 (1,38) |
16 (2,00) |
|
გაშვებული გოლი (საშუალო) |
7 (0,87) |
9 (1,12) |
11 (1,37) |
4 (0,5) |
6 (0,75) |
5 (0,62) |
9 (1,12) |
7 (0,87) |
| ზუსტი დარტყმა | 73 | 70 | 104 | 69 | 46 | 60 | 59 | 77 |
| საჯარიმოს შიგნიდან/გარედან დარტყმა | 43/30 | 37/33 | 51/53 | 40/29 | 26/20 | 45/15 | 29/30 | 44/33 |
| ბურთის ფლობა | 69% | 58% | 54% | 49% | 47% | 49% | 54% | 45% |
| ბურთის ფლობა წუთებში | 43 | 34 | 32 | 30 | 27 | 30 | 29 | 27 |
| პასი | 6.640 | 4.863 | 4.431 | 4.190 | 3.825 | 4.434 | 4.111 | 4.342 |
| ზუსტი პასი | 5.581 | 3.745 | 3.208 | 3.008 | 2.502 | 3.218 | 2.855 | 2.905 |
| ზუსი პასის % | 84% | 77% | 72% | 72% | 65% | 73% | 69% | 67% |
| კუთხური | 52 | 73 | 54 | 56 | 34 | 36 | 37 | 40 |
| დაჯარიმდა | 64 | 106 | 91 | 114 | 114 | 103 | 116 | 88 |
| მასზე დაჯარიმდნენ | 125 | 124 | 100 | 95 | 105 | 108 | 148 | 88 |
| გაფრთხილება/ გაძევება | 14/1 | 21/1 | 12/1 | 21/1 | 18/0 | 15/1 | 16/0 | 6/0 |