workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”მილანი”. იცით, თუ არა რომ…

”ბარსელონა” – ”მილანი”. იცით, თუ არა რომ…

 

 – 1 წლის წინ 1/4 ფინალური შეხვედრა ”ბარსელონას” და ”მილანს” შორის საბოლოოდ კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა: 0:0 ”სან სიროზე” და 3:1 ”ნოუ კამპზე”. 2005/06 სეზონში სტუმრად უგოლო ფრე დაფიქსირდა, ხოლო შინ ”ბარსამ” 1:0 იმარჯვა.

 – იტალიურ გუნდებთან ”ბარსამ” 6 შეხვედრაში იმარჯვა, 5 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 5 შემთხვევაში კატალონიელები დამარცხდნენ.

 – თუკი ვილანოვას შეგირდები ”მილანს” გაცდებიან ზედიზედ მე-6 სეზონში ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში.

 – ”ნოუ კამპზე” ეს გუნდები 14-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: 6 გამარჯვება ”ბარსას” მხარესაა, 4 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 4 შეხვედრაში იტალიელებმა იმარჯვეს.

 – ბოიან კრკიჩი პირველად დაბრუნდება ”ნოუ კამპზე” ”მილანის” მაისურით.

 – მასიმილიანო აგეგრი 5-ჯერ დაუპირისპირდა ”ბარსელონას”: 1 გამარჯვება, 2 ფრე და 2 მარცხი.

 – პაცინი, რომლმაც ბოლო 11 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა ტრავმის გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.

 – 2013 წელს ”მილანი” იტალიის ჩემპიონატში არ დამარცხებულა. ისინი 2 ქულით ჩამორჩებიან მეორე ადგილოსან ”ნაპოლის” და 11 ქულით ლიდერ ”იუვენტუსს”.

 – ადრიანო, სონგი, მასკერანო და პედრო ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ შეხვედრას გამოტოვებენ. მეტოქეს მხრიდან ასეთი საფრთხე ელით ფლამინის, მონტოლივოს, მექსეს და ბონერას.

 – უნგრელი მსაჯი ვიქტორ კაშაი მეორედ განსჯის ”ბარსას” შეხვედრას. მან იმსაჯი 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც კატალონიელებმა გაიმარჯვეს. მას ასევე 1 თამაში აქვს განსჯილი ”მილანის” მონაწილეობით, როცა ”როსონერიმ” 4:0 დაამარცხა ”არსენალი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward