ბოლო ორი კვირა, ალბათ ყველა კულე ერიდება სპორტულ პრესას: გაზეთებს, საინფორმაცია საიტებს, რადგან ყველამ ვიცით რა ეწერება იქ: ”ბარსას” ეპოქა დამთავრდა. დიახ, ზუსტად ასე დიდი ასოებით. უკვე აღარ შეიძლება იმის ატანა, რომ საიტებისა და გაზეთების მწერლები თავიანთ სურვილებს რეალურად აქცევენ. რას ფიქრობს ეს ხალხი, რომ 3 წაგება ეპოქას მოუღებს ბოლოს? უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
მოდით გადავხედოთ ”ბარსას” სტატისტიკას ლა ლიგის 26 მატჩში: 22 მათგანში კატალონიელებმა გამარჯვება მოიპოვეს (რა თქმა უნდა, ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას), 2 თამაში ფრედ დაასრულა, ხოლო 2 თამაში წააგო (ეს, როგორც ყოველთვის სენსაციაა!!). მანახეთ ნებისმიერი ევროპული გრანდი, რომელიც ასეთი შედეგით დაიტრაბახებს! ამის შემდეგ კი ამობობენ, რომ ”ბარსას” დრო წავიდა. გეგონება სხვა გუნდები 2-ჯერ არ აგებენ.
არავინ არ უარყოფს, რომ ბოლო მატჩებში ”ბარსა” საშინლად გამოიყურებოდა და წააგო ყველა გადამწყვეტი თამაში. ამ ყველაფერსაც აქვს ახსნა: 1. აღარ დავიწყებ საუბარს ჩავის ასაკსა და სპორტულ კონდიციებზე. ვერა და ვერ ჩადგა ჩვენი დირიჟორი ფორმაში, ”მილანისა” და ”რეალის” წინააღმდეგ მისი ამდენი უზუსტო პასი კოშმარულ სიზმარშიც არ გვინახავს.. უბრალოდ ბლაუგრანას ჭირდება ”ხერხემალი”, რაზეც ააწყობს თავის უმშვენიერეს და ამავდროულად შედეგიან თამაშს. აღსანიშნავია ასევე გუნდის მოტივაცია, გუნდის რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაამყარა რეკორდი და ერთ წელიწადში 6 თასის მოგება მოახერხა. არამგონია, პეპ გუარდიოლას ეპოქის შემდეგ კატალონიელებისთვის რომელიმე ტურნირი მიუღწეველი მწვერვალი იყოს. და მივადექით ბოლოს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ ვერ თამაშობს ”ბარსელონა”. ეს არის მწვრთნელი, ჟორდი როურა რომელიც თვითონვე აცხადებს, რომ მას არ შეუძლია ამხელა პასუხისმგებლობის აღება. გუარდიოლას მოსვლისას ძალიან ხშირად გამიგია ფრაზა: ”ამ ”ბარსას” მწვრთნელი ხომ მეც ვიქნები, ყველამ იცის რა უნდა ქნას” და ა.შ. მემგონი ამ ჩავარდნის შემდეგ, რომელიც ბლაუგრანას აქვს, ვხვდებით, რომ ისეთ ფეხბურთელებსაც კი როგორებიც არიან მესი და ინიესტა სჭირდებათ მწვრთნელი. მწვრთნელი, რომელიც გაამხნევებს მათ რთულ მომენტში და ყველანაირად შეუწყობს ხელს კონდიციების აღდგენაში.
გადავიარეთ ძალიან რთული თებერვლის თვე. ”ბარსას” ასეთი ცუდი 29-დღე ბოლო ათწლეულში ალბათ არც ჰქონია, მაგრამ მოვრჩეთ ამას. წინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ”მილანთან”. ჩავისა და ტიტოს გარეშე ალბათ გამოვეთიშებით ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ საქმე სულ სხვაშია. ამის გამო ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში და ვიფიქროთ, რომ ”ბარსელონა” დიდი ხანი ვერ მოახერხებს რაიმე ტიტულის მოპოვებას. თუ ამას გაიფიქრებთ, უცებ გაიხსენეთ რამდენი ქულით ჩამოგვრჩება ”რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში? რამდენი გოლი აქვს გატანილი ლეო მესის 26 თამაშში? მოკლედ, თებერვალმა ბევრი რამე გვასწავლა და პირადად მე დავრწმუნდი, რომ ორკესტრს დირიჟორი ჭირდება.