workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი” – ”ბარსელონა”. იცით, თუ არა რომ…

“რეალი” – ”ბარსელონა”. იცით, თუ არა რომ…

 დღეს საღამოს ჩვენ სეზონის რიგით მეექვსე კლასიკოს ვიხილავთ. ”ბარსა” ბერნაბეუზე 16 ქულიანი ჰანდიკაპით არასდროს არ ჩასულა. ამ თამაშს კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო ფაქტი ახლავს…

– როგორც არ უნდა მორჩეს თამაში, ”ბარსა” წამოვა ბერნაბეუდან ყველაზე დიდი უპირატესობით თავის ისტორიაში – 13, 16, 19.

– ”ბარსა” არ დამარცხებულა ბოლო ოთხ თამაშში ბერნაბეუზე: 3 მოგება და 1 ფრე.

– ბლაუგრანას აქვს მხოლოდ სამი წაგება ბერნაბეუზე ბოლო 10 წლის განმავლობაში.

– კატალონიელებს, თავის ისტორიაში ბერნაბეუზე აქვთ მოგებული 17-ჯერ. აქედან 5 გამარჯვების მოპოვება მათ ბოლო ათწლეულში მოახერხეს.

– ჟორდი როურა იყო ”ბარსას” განაცხადში 1990/91 წლებში, მაგრამ იგი მოედანზე არ გამოსულა.

– ”რეალს” არ წაუგია ბოლო 24 მატჩი საკუთარ არენაზე. ბოლოს ამის გაკეთება ისევ ”ბარსამ” მოახერხა 2011 წლის დეკემბერში.

– მესიმ ბოლო ოთხ გასეირნებიდან ბერნაბეუზე (ლა ლიგის ფარგლებში), სამ თამაშში შეძლო თავის გამოჩენა.

– ლეო მესიმ ამ სეზონში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: იგი იტანს გოლს ბოლო ათ გასვლით შეხვედრაში და ასევე, ლა ლიგის 15 ტური ზედიზედ იღებს მეტოქის კარებს.

– ჩავის მიუძღვის სამი საგოლე გადაცემა მესისთვის ბერნაბეუზე.

– კრიშტიანო რონალდო იჩენს თავს ბოლო ოთხ კლასიკოში და 2011 წლიდან მოყოლებული მას ეკუთვნის მისი გუნდის მიერ ”ბარსას” კარებში გატანილი გოლების 50% (რეალი – 20, კრიშტიანო – 10)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward