workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “რეალმა” თერთმეტმეტრიანის წყალობით მოიგო”

ჩავი: “რეალმა” თერთმეტმეტრიანის წყალობით მოიგო”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ ესპანეთის თასის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში, მისი გუნდის მარცხი თამაშის დებიუტზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაშვებულმა გოლმა გამოიწვია.

სამეფო თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში, “ბარსამ” “რეალთან” შინ 1:3 წააგო. სტუმრებმა ანგარიში მე-13 წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს.

“შეხვედრის სტარტზე, მეტოქისთვის თერთმეტმეტრიანის შესრულების საშუალების მიცემა ძვირი დაგვიჯდა. “რეალმა” ეს თამაში პენალტის წყალობით მოიგო, რომელიც მეტოქეს უბრალოდ ვაჩუქეთ.

ჩვენი თამაში არაეფექტური იყო, “რეალისა” კი – პირიქით. ვდომინირებდით, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ.

მართალია, ერთი ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ, მაგრამ ის იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც დანარჩენები.

იმედი მაქვს, “მილანთან” მატჩი ყველაფრის ჩვენთვის სასიკეთოდ შეცვლაში დაგვეხმარება.” – აცხადებს ჩავი ერნანდესი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward