ესპანეთის თასის 1/2-ფინალის განმეორებითი შეხვედრის წინ, სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ “რეალი” სახიფათო მეტოქეა და მადრიდელთა ბარიერის დასაძლევად, კატალონიელებს საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება მოუწევთ.
“რეალი” ძალიან ძლიერი მეტოქეა. მადრიდელთა ბარიერის დასაძლევად საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებაა საჭირო, ჩვენ კი, ეს შეგვიძლია.
პირველ შეხვედრაში, შანსი გვქონდა, ანგარიში 2:0 გაგვეხადა, მაგრამ გოლი აქეთ გავუშვით. ამიტომ, საშინაო შეხვედრაში, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ვითამაშოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ გოლის გატანა აუცილებლად დაგვჭირდება. არ შეგვიძლია, მოედანზე გავიდეთ და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.” – აცხადებს ფაბრეგასი.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო განმეორებითი თამაში 26 თებერვალს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.