workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “სევილია”. ჟორდი როურა მატჩის წინ

“ბარსელონა” – “სევილია”. ჟორდი როურა მატჩის წინ

 

ჟორდი როურა დარწმუნებულია, რომ გუნდი სწრაფად დაივიწყებს ოთხშაბათის შეხვედრას და ყურადღებას “სევილიასთან” გასამართ შეხვედრაზე გადაიტანს: “შაბათის შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის ჩემპიონობისთვის კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადასადგმელად. ჩვენ სრულად უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია “სევილიაზე” და სხვა შეხვედრებზე არ უნდა ვიფიქროთ. “მილანთან” შეხვედრა უკვე დასრულებულია და მათზე საუბარი განმეორებით შეხვედრამდე არ მსურს“.

გუნდი სწრაფად მოახდენს რეაგირებას

როურას გუნდში ატსმოფეროზე შეეკითხნენ განცილი მარცხის შემდეგ: “ბუნებრივია, რომ უხასიათოდ ვართ. ეს კარგი შედეგი არაა და ფეხბურთელებმა იციან ეს. არ გამკვირვებია, რომ კრიტიკა ისმის ჩვენი მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება – ამ გუნდმა კარგად იცის სწრაფი რეაგირების მოხდენა, ჩვენ მამაცები ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შეხვედრებში ამას ვაჩვენებთ. ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენ მაღალ დონეზე ვიასპარეზებთ“.

აბიდალის ეტაპობრივი დაბრუნება

როურამ ახნსა, რომ მიუხედავად თამაშის უფლების მიცემისა ერიკ აბიდალი ეტაპობრივად დაუბრუნდება მოედანს: “მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის გამოჩნდება, რადგან ეს გრძელი პროცესია. ვნახავთ, თუ როგორ გრძნობს თავს ფიზიკურად და როდის იქნება მზად. ეს მის ფიზიკურ კონდიციებზე იქნება დამოკიდებული“. დავიდ ვილიაზე მან განაცხადა: “მიმდინარე კვირაში ის ბევრს შრომობდა და მზადაა თამაშისთვის“.

გულშემატკივრების მხარდაჭერა გადამწყვეტია

ჟორდი როურამ ხვალინდელ შეხვედრაში გულშემატკივრებს გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ თამაში 10 საათზე იწყება და ცივი ამინდი იქნება: “ჩვენთვის გადამწყვეტია გულშემატკივრების აქ ყოფნა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო შეხვედრებში“.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward