workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში “სან სიროზე”

ვარჯიში “სან სიროზე”

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრის წინ გუნდმა “სან სიროზე” ვარჯიში გამართა. ბოლოს გუნდმა იტალიური გუნდის სტადიონზე 328 დღის წინ ივარჯიშა. ეს “მილანთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში იყო. ჟორდი როურას განკარგულებაში 20 მოთამაშე იყო, მათ შორის ჩავი ერნანდესი, რომელსაც ორშაბათს ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს. ვილია, ადრიანო, დოს სანტოსი და აბიდალი იტალიაში არ გაფრენილან.

სავარჯიშო სესიას თვალს ადევნებდა გუნდის ყოფილი მოთამაშე, გაბრიელ მილიტო. არგენტინელი, რომელიც “სიუტატ ესპორტივაზე” გასულ კვირას იმყოფებოდა გუნდს თან ახლავს იტალიაში.

“ბარსა” გასვლითი ფორმით ითამაშებს

“მილანთან” გასამართ შეხვედრაში “ბარსელონას” გასვლითი ფორმა (ფორთოხლისფერი და ყვითელი) ეცმევა.

 


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward