კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი და ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ალექსის სანჩესი გამოტყდა, რომ ამჟამად არცთუ ისე კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
საქმე ისაა, რომ ჩილელი ფეხბურთელი უკანასკნელ პერიოდში ვერ ახერხებს ყურადღების მიქცევას გულშემატკივრებისაგან, საკუთარი გოლების რიცხვით. მაგალითად, ჩილეს ნაკრების მაისურით მას უკვე წელიწადი და შვიდი თვეა არ გაუტანია. “ბარსელონას” შემადგენლობაში კი მიმდინარე სეზონში მეტოქის კარი მხოლოდ 3-ჯერ აიღო. ნაციონალურ ასპარეზზე კი თავი საერთოდ არ გამოუჩენია.
“საგოლე მომენტების სუსტი რეალიზაციიის გამო ვნერვიულობ. მაგრამ ყველაზე რთული – ამ მომენტების შექმნაა, მე კი არ ვქმნი მას. თავს ყველაზე უკეთ შეტევის ცენტრალურ ზონაში ვგრძნობ. ასე რომ კარის აღების ყველაზე მეტი შანსი სწორედ აქ მაქვს.” – განაცხადა ფეხბურთელმა.

სანჩესი: “საგოლე მომენტების სუსტი რეალიზაციის გამო ვნერვიულობ”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


