მიმდინარე კვირაში პირველად ჟორდი როურას განკარგულებაში პირველი გუნდის ფეხბურთელების უმეტესობა იყო. ფეხბურთელები სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ბარსელონაში დღეს დილით დაბრუნდნენ. სესკი, ალბა, ინიესტა, პედრო, ბუსკეტსი, ალვესი, ადრიანო, მესი და მასკერანო აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. ვალდესი, პიკე, პუიოლი, ვილია და სანჩესი კი სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.
დოს სანტოსი განცალკევებით, პინტომ ვარჯიში გამოტოვა
ტიაგო, ბარტრა და სონგი სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგნენ. ბრაზილიელს და კამერუნელს დისკომფორტი ჰქონდათ კუნთში, რის გამოც ისინი წინა დღეებში დარბაზში ვარჯიშობდნენ. ესპანელი მცველი კი გრიპის გამო სახლში იმყოფებოდა. დღევანდელი სესია კი გრიპის გამო ხოსე მანუელ პინტო გამოტოვა. დოს სანტოსი, რომელიც ტრავმირებული იყო განცლკევებით ვარჯიშობდა.
მოთამაშეებს ხვალ დასვენების საშუალება მიეცემათ. ისინი ვარჯიშს შაბათს დაუბრუნდებიან და გააგრძელებენ “ხეტაფესთან” მატჩისთვის მზადებას, რომელიც კვირას, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.
